საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მოწმის მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაკითხვასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

25 იანვარი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ინიციატივით კონფერენცია  გაიმართა თემაზე,  მოწმის მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაკითხვასთან დაკავშირებით. როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ცნობილია   საქართველოს  მთავრობამ და პარლამენტმა მოწმის  პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაკითხვის გადავადებასთან დაკავშირებით ჩაიდინეს არნახული ბოროტება და უკანონობა სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით და საქართველოში კიდევ  2 წლით დააკანონეს  მოწმედ დაბარებული მოქალაქეების  წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა. საქართველოს უახლეს  ისტორიას არ ახსოვს  საქართველოს პარალმენტს 8 თვის განმავლობაში სამჯერ შეეცვალოს   პოზიცია ერთ  საკითხთან დაკავშირებით და მიეღოს ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს საქართველოს   ხელისუფლების სწრაფვას  ფეოდალიზმისკენ, რაც ჩვენ, უფლებადამცველებმა არ უნდა დავუშვათ.

ჩვენ, მოსახლეობას უკეთესად უნდა ავუხსნით თუ რა საშინელება ჩაიდინა პარლამენტმა მოწმის  პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაკითხვის  გადავადებით და დავანახვებთ რეალურად თუ რა საშიშროება ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას.   არასამთავრებო ორგანიზციები  ვიბრძოლებთ  და ვაიძულებთ ხელისუფლებას,  ქვეყანაში  გაატაროს დემოკრატიული რეფორმები და მოწმედ დაბარებული მოქალაქე დაიკითხოს   პირდაპირ სასამართლო პროცესზე რაც ქვეყანაში რეალურად მოსპობს წამებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი